Géorgie

Un article de la désencyclopédie.
Aller à la navigation Aller à la recherche

სახელწოდება

ქვეყნის სახელწოდება "საქართველო" მომდინარეობს "ქართ" ძირისაგან[1], რაც უძველეს სატომო სახელს "ქართუ, კარდუ, ხალდუ"-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა "საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად", 1990-1995 წლებში - "საქართველოს რესპუბლიკა"-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია - GE.


გეოგრაფია

საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთით – სომხეთი და თურქეთი.

ტერიტორია ძირითადად მთებს "La Lada"
  • ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ.კმ-ს, საზღვრების სიგრძე - 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო - 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო - 310 კმ.
  • ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია - სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე ; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი - შავი ზღვა (0 მ) ; სახნავ-სათესი მიწა - 16%, საძოვრები - 25%, ტყეები - 34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.
  • ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი ; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.

სახელმწიფო

საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად ითვლება. მთავრობის საქმიანობას ხელმძღვანელობს პრემიერ–მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (235 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

  • ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ;
კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე კობა დავითაშვილი ;
ლეიბორისტული პარტია - თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ;
პოლიტიკური მოძრაობა "ახალი მემარჯვენეები" - თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ;
პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" - თავმჯდომარე კონსტანტინე ზ. გამსახურდია ;
პოლიტიკური მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - თავმჯდომარე გოგი თოფაძე
პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს გზა" - თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია - თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ;

ტერიტორიული მოწყობა

ტერიტორიული დაყოფით

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, აგრეთვე 53 რაიონი, 6 საქალაქო ტერიტორია და დედაქალაქი თბილისია, რომლებიც გაერთიანებული არიან მხარეებში. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

დემოგრაფია

2004 წლის ივლისის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.700.000-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.


  • რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები - 83,9%, მუსლიმანები - 9,9%, სომეხი გრიგორიანელები - 3.9%, კათოლიკეები - 0,8%, იუდეველები - 0,1% და სხვები.


კულტურა

  • არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები ; ბაგრატის ტაძარი ; ზემო სვანეთი ;
  • ლიტერატურა: ქართული ეპოსი - ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).
  • თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).
  • კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.

განათლება

უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:

განათლების დაფინანსების მოქმედი სახელმწიფო და ალტერნატიული პროგრამები:

ეკონომიკა

გრძელდება საბაზრო რეფორმების განხორციელება. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები) ; მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18%), თურქეთი (14%), აზერბაიჯანი (12%) და აშშ (6%). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 32 ; 1 სულ მოსახლეზე - 860 $. • ვალუტა - ქართული ლარი (GEL).

საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, «საადგილ-მამულო სათავად-აზნაურო ბანკი»-ს ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ «ივერია»-ში აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში «შინაური მიმოხილვა»). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის - პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან - დღემდე, საქართველოს საბანკო - საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:

დაზღვევის სისტემა:

ენერგო-რესურსები

შეიარაღებული ძალები

1998 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 20000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (12600), სამხედრო-საჰაერო ძალები (3000), სამხედრო-საზღვაო ძალები (2000). რეზერვში ირიცხებოდა 250000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 80-მდე ტანკი, 111 საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 100-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული ჭურვი და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო რაკეტო კომპლექსი, 17 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 22 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით–სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2005 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 550 მლნ. ლარი.


უახლესი ისტორია

დამოუკიდებლობის აღდგენა

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939-1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა", დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: "გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე ?" დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი". იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

სამხედრო გადატრიალება

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე.წ. "სახელმწიფო საბჭო"-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა.შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (1989-1993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.

შევარდნაძის გადაყენება

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ტოტალურმა გაყალბებამ გამოიწვია საერთო-სახალხო მღელვარება, რაც დაგვირგვინდა 2003 წლის 23 ნოემბრის მშვიდობიანი, უსისხლო რევოლუციით, რომელიც საქართველოს "ვარდების რევოლუციის" სახელით არის ცნობილი. ამით დასრულდა ე. შევარდნაძის რეჟიმის 12-წლიანი ბატონობა. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით საქართველო კვლავ დაადგა დემოკრატიისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის გზას. სრულად იქნა რეაბილიტირებული პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

პრეზიდენტის

  1. დასავლეთიდან რაც რესპუბლიკა-დ, Paul Binocle
Pays en Asie
Asie03.jpg
Afghanistan · Arabie Saoudite · Bahreïn · Bangladesh · Bhoutan · Birmanie · Brunéi · Cambodge · Chine · Corée du Sud · Corée du Nord · Émirats arabes unis · Géorgie · Inde · Indonésie · Irak · Iran · Israël · Japon · Kazakhstan · Kirghizistan · Koweït · Laos · Liban · Macao · Malaisie · Maldives · Mongolie · Népal · Oman · Ouzbékistan · Pakistan · Palestine · Pandanstan · Philippines · Qatar · Russie · Sibérie · Singapour · Sri Lanka · Syrie · Tadjikistan · Taïwan · Terrorie · Thaïlande · Tibet · Timor oriental · Turkménistan · Turquie · Viêt Nam · Yémen
Continents de la Terre
Afrique · Amérique du Nord · Amérique centrale · Amérique du Sud · Livonie · Antarctique · Arctique · Asie · Europe · Euthanasie · Imaginaria · Océanie
Pays en Europe
Europa banana flag.jpg
Abkhazie · Albanie · Allemagne · Andorre · Angleterre · Arménie · Azerbaïdjan · Autriche · Autriche-Hongrie · Belgique · Biélorussie · Bordurie · Bosnie-Herzégovine · Bulgarie · Chypre · Corse · Crète · Croatie · Danemark · Écosse · Espagne · Estonie · Finlande · France · Géorgie · Gibraltar · Grèce · Hongrie · Îles Féroé · Irlande · Islande · Italie · Kosovo · Laponie · Lettonie · Liechtenstein · Lituanie · Luxembourg · Macédoine · Malte · Moldavie · Principauté de Monaco · Monténégro · Nouvelle Fronce PorcialisteNorvège · Occitanie · Pays-Bas · Pays de Galles · Pologne · Portugal · RDA · République tchèque · Roumanie · Royaume-Uni · Russie · Saint-Marin · Serbie · Sicile · Silésie de Cieszyn · Slovaquie · Slovénie · Suède · Suisse · Syldavie · Tchécoslovaquie · Transinistrie · Transylvanie · Turquie · Ukraine · Union Européenne · URSS · Vatican · Yougoslavie
Continents de la Terre
Afrique · Amérique du Nord · Amérique centrale · Amérique du Sud · Livonie · Antarctique · Arctique · Asie · Europe · Euthanasie · Imaginaria · Océanie
États-Unis : pays du hamburger, du ketchup, de Mc Donald's et des américains
Usa-carte-drapeau1.jpg Alabama * Alaska * Arizona * Arkansas * Californie * Colorado * Dakota du Nord * Dakota du Sud * Delaware * Floride * Géorgie * Iowa * Kansas * Kentucky * Louisiane * Mc Donald's * Maine * Massachusetts * Minnesota * Mississippi * Missouri * Montana * Nebraska * Nevada * New York * Nouveau-Mexique * Ohio * Oklahoma * Pennsylvanie * Tennessee * Texas * Virginie * Washington * Wyoming


Qu'avez-vous pensé de l'article "Géorgie" ?
Vous avez voté pour « Jé rien conprit. » le 18 juin 2024 à 14:50. Vous pouvez modifier votre choix en cliquant sur une autre réponse ci-dessous.
1
0
0
0
0
6
Il y avait 7 votes depuis l’élaboration du sondage au 4 avril 2019 à 21:48.
poll-id 17ECDC65BD7D7D504383835EE3611E52